ადვოკატთა საპროტესტო აქცია

22 აპრილი 2015

22 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქცია ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტს შეეებოდა, რომელიც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში უხეშად ჩარევის საშიშროებას ქმნის, ადვოკატთა კორპუსი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს დაიცვან ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობების დემოკრატიული ფასეულობები და ხმა რა მისცენ აღნიშნულ კანონპროექტს.
ზაზა ხატიაშვილმა აქციაზე განაცხადა: "კანონში ცვლილების შემდეგ ადვოკატის ინსტიტუტი ისპობა. კერძოდ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს შეუძლია ადვოკატს უთხრას, რომ კლიენტთან მან არ უნდა აწარმოოს საქმე და უნდა შეუჩეროს გარიგება. არგუმენტი კი მხოლოდ ის იქნება, რომ ფინანსური სამსახურის უფროსი ამას საჭიროდ მიიჩნევს. ეს არის ფეოდალიზმში დაბრუნება და მისი ინსტიტუტის რღვევა". აღნიშნულთან დაკავშირებით, ზაზა ხატიაშვილმა პარლამენტში განცხადება შეიტანა და მოითხოვა, კანონმდებლებმა კანონში ცვლილებები არ განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატები ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი